გამოფენა „ხელოვნება და მგრძნობელობა პომპეის სახლებში“, რომელიც 21 აპრილიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება, აერთიანებს ეროტიზმის ელემენტებით შესრულებულ ნამუშევრებს. ეროტიზმი რომაული საზოგადოებისთვის რელიგიურ ჭრილში იყო წარმოჩენილი და ის ბერძნული კულტურის ნაწილია, რომლის მიზანი იყო არა ღირებულებების გაუფასურება, არამედ ბერძნული იდეალის შიშველი სხეულის წარმოჩენა.
ისტორიისა და ხელოვნების პროფესორი მარია ლუისა კანტონი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება, ეროსსა და შინაგან შეგრძნებები ისე გაიაზრო, როგორც ამას დღეს აღვიქვამთ, რადგან მას უფრო მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე უბრალოდ სექსს. მარია ლუისა ამბობს, რომ მას კულტურული მნიშვნელობა აქვს და ადამიანს ასწავლის, როგორ აღიქვას ეს სამყარო. მისი თქმით, ეს არის გარე სამყაროს შემეცნების ერთგვარი გზა.
ახალი წელთაღრიცხვით 79 წელს ქალაქი მთლიანად განადგურდა. თუმცა გამოფენილი ნამუშევრები წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორ ცხოვრობდა პომპეის მოსახლეობა.