მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSUN: ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

UN: ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა უკვე დატოვა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ჯერ კიდევ სამი კვირის წინ,  როდესაც ლტოლვილთა რიცხვმა 4 მილიონს მიაღწია, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი აცხადებდა, რომ ეს რეკორდული მაჩვენებელი იყო.

გაეროს სპიკერი შაბია მანტუ აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც იძულებული არიან, დატოვონ თავიანთი სახლები, ნივთები, ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახის წევრებიც კი. შაბია მანტუ ამბობს, რომ ამ ომმა მილიონობით ადამიანზე იქონია გავლენა.

ლტოლვილებს შორისაა ვიქტორია სავიჩკინა, რომელიც მარიუპოლიდანაა. იგი რამდენიმე კვირის განმავლობაში იმალებოდა სარდაფში, სადაც არც წყალი ჰქონდათ და არც ელექტროენერეგია. ბოლოს, მოახერხა და ორ შვილთან ერთად ქვეყანა დატოვა.   ახლა ისინი ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადებიან.

თუმცა დაბომბვისა და ბრძოლების მიუხედავად, გახშირდა უკრაინელების სამშობლოში დაბრუნების შემთხვევებიც. გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთიდან 738 000 მოქალაქე უკრაინაში დაბრუნდა. ზოგიერთი მათგანი რეგულარულად კვეთს საზღვარს იმისთვის, რომ მეზობელ ქვეყანაში საკვები და საჭირო ნივთები შეიძინოს. ზოგი ნათესავებისა და თავისი სახლის სანახავად ჩადის. ზოგიც კი სამშობლოში დარჩენას ამჯობინებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend