მთავარიკულტურაუკრაინის ეროვნული ანსამბლი საქველმოქმედო ტურნეს მართავს

უკრაინის ეროვნული ანსამბლი საქველმოქმედო ტურნეს მართავს

უკრაინის ხალხური ცეკვის ეროვნულის ანსამბლი “ვირსკი” ევროპაში საქველმოქმედო ტურნეს მართავს. ისინი ცეკვავენ სხვადასხვა ევროპულ ქალაქში და სურთ, ამ გზით აჩვენონ მსოფლიოს, თუ როგორი  ქვეყანაა უკრაინა და როგორია მისი კულტურა და ტრადიციები.

ტურნე საქველმოქმედოა და მისი მიზანია ომით დაზარალებული უკრაინელების დახმარება.

“ვირსკი” ტურნეს ფარგლებში საქართველოშიც ჩამოვა. მათ ბოლო კონცერტი ბერლინში გამართეს. პერფორმანსმა მხურვალე აპლოდისმენტების  ფონზე ჩაიარა, ისევე როგორც მათმა გამოსვლამ ევროპის ბევრ სხვა ქალაქში.

“ვირსკის”  შემოქმედებაში  ტრადიციები მუდამ ერწყმის თანამედროვეობას.

ანსამბლი 1937 წლიდან სცენაზეა. მას შემდეგ უკრაინის ისტორიაში ბევრი რთული პერიოდი იყო, მაგრამ ისინი ომის დროსაც სცენაზე დგანან, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მათი ბრძოლის ველია, სადაც ბოროტებაზე აუცილებლად გაიმარჯვებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend