მთავარისაქართველო"თოჯინების ისტორია" - საგანმანათლებლო პროგრამა ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ მუზემში

“თოჯინების ისტორია” – საგანმანათლებლო პროგრამა ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ მუზემში

როდის გაჩნდა პირველი სათამაშო? – ამ კითხვას პასუხს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა „თოჯინების ისტორია“ გასცემს, რომელსაც თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი სთავაზობს საზოგადოებას.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს შეუძლიათ მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით მოისმინონ ქართული დედოფალების შექმნის ისტორია, გაეცნონ მეთოჯინის პროფესიას და თავადაც შექმნან ქართული ტრადიციული თოჯინები.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმს თითქმის ყოველდღე სტუმრობენ ბავშვები. ამ მუზეუმში 27 საგანმანათლებლო პროგრამაა და მსურველს ნებისმიერ მათგანში შეუძლია მონაწილეობა.  ამჯერად ბავშვები ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნის ისტორიას ისმენენ და მეთოჯინის პროფესიას ეცნობიან.

„თოჯინების ისტორია მუზეუმების გაერთიანების ბევრი საინტერესო პროგრამიდან ერთ-ერთია. მე მეთოჯინე ვარ და ვფიქრობ, საინტერესოა იმ მასალების გაცნობა, რომლებიც თოჯინების მუზეუმის არქივშია. ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, საარქივო მასალიდანაა ამოკრეფილი. თოჯინა მხოლოდ გასართობი არ არის. ერთი თოჯინა რომ დაასრულო, საჭიროა იყო მოქანდაკე, მეწაღე, მკერავი. გარდა ამ ყველაფრისა, საინტერესოა ის გენიალური ამბები, რომლებიც სხვადასხვა დროს ადამიანებმა მოიპოვეს არქივისთვის… ვთვლით, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იცოდნენ მუზეუმების გაერთიანების სტუმრებმა“, – ამბობს მეთოჯინე ბაჩო ცანავა.

პროგრამის დასრულების შემდეგ ბავშვებმა ქართული ტრადიციული დედოფალების შექმნა ისწავლეს.

„ძალიან მომეწონა ეს პროგრამა, რადგან უფრო მეტი რამ შევისწავლე თოჯინების შესახებ და გავიგე, როგორ უნდა გააკეთო თოჯინა ადვილად. მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებიც დაინტერესებული არიან მსგავსი თემებით და ვურჩევდი მათაც, რომ მოვიდნენ და უფრო მეტი რამ ისწავლონ“, – ამბობს პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე მატასი ცუცქირიძე.

„ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ პირველი თოჯინა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დამზადდა. ჩვენც ვისწავლეთ თოჯინების შექმნა”, – ამბობს პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე გეგა კონდახიშვილი.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ნინი სანადირაძე ამბობს, რომ მუზეუმების გაერთიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არაფორმალური განათლებაა. ეს კი საგანმანათლებლო პროგრამებსა და სემინარებს გულისხმობს.

„არაფორმალური განათლება არ არის მხოლოდ მუზეუმის დამთვალიერებლებისა და ვიზიტიორებისთვის სხვადასხვა სერვისის შეთავაზება. ის გულისხმობს იმ დიდ კომპონენტს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებსა და ვორქშოპებს მოიცავს. დღეს თბილისის მუზეუმების გაერთიანების ყველა მუზეუმი 27 საგანმანათლებლო პროგრამას წარმართავს. მათ შორის სხვადასხვა ენაზე და ძალიან მნიშვნელოვანია ის ჩართულობა და ის აქტივობა, რომელიც კოლექციების, კულტურული მემკვიდრეობის რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულების სწავლებად იქცევა, იქცევა  არაფორმალური მიმართულებისა და საგანმანათლებლო ხაზად.“

პროგრამის მონაწილეებმა თავიანთი პირველი თოჯინები გააკეთეს. ძალიან მოსწონთ საკუთარი ხელით შექმნილი დედოფალები და ამბობენ, რომ სხვებსაც სიხარულით მოუყვებიან, რაც აქ ისწავლეს.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend