მთავარიევროპაუკრაინაომი გრძელდება - ბოლო 24 საათში უკრაინულმა არმიამ ცხრა შეტევა მოიგერია

ომი გრძელდება – ბოლო 24 საათში უკრაინულმა არმიამ ცხრა შეტევა მოიგერია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ესპანეთისა და დანიის სამეფოების პრემიერებს უმასპინძლა. ესპანელი ლიდერის, პედრო სანჩესის განცხადებით, მადრიდი კიევში დიპლომატიურ წარმომადგენლობას აღადგენს.

საელჩო 24 თებერვალს რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ, დროებით ლვივში გადავიდა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ – მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის ფედერაციის გლობალურ სამხრეთთან ურთიერთობებზე საუბრობს.

მან ეს განცხადება ინდოეთში ვიზიტისას გააკეთა:

”ინდოეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საერთაშორისო არენაზე საკმაოდ ხისტი ენით დაგმეს ბუჩაში მომხდარი ტრაგედია. ვფიქრობ, რომ ყველას ესმის რუსულ-ინდური ურთიერთობების ისტორიული კონტექსტი და ეს ურთიერთობები საკმაოდ განსხვავებული დინამიკის მატარებელია ლონდონსა და მოსკოვს შორის არსებულ ურთიერთობებს შორის”, – მიიჩნევს ბორის ჯონსონი.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსული არმია აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევას აგრძელებს, მტრის მიზანი დონბასის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარებაა.

ბოლო 24 საათში უკრაინულმა არმიამ ცხრა შეტევა მოიგერია, გაანადგურა ერთი ტანკი, ათი ჯავშანმანქანა და ერთი საარტილერიო სისტემა, ასევე ტყვია წამლის საცავი.

”მტერი აგრძელებს აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე შეტევას. მათი მიზანი დონეცკისა და ლუჰანსკის რაიონებზე სრული კონტროლის დამყარებაა. მტერი აგრძელებს სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვასაც. რუსი სამხედროები გამიზნულად ესვრიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას”, – განაცხადა უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანმა ოლექსანდრ შტუპუნიმ.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend