მთავარიაზიაისრაელიიერუსალიმში ულტრამემარჯვენეთა მსვლელობა გაიმართა

იერუსალიმში ულტრამემარჯვენეთა მსვლელობა გაიმართა

იერუსალიმში პოლიციამ გზა გადაკეტა, რათა ხელი შეეშალა ულტრანაციონალისტი ისრაელელების მსვლელობისთვის. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები მიემართებოდნენ ძველი ქალაქისკენ, რომელიც ძირითადად პალესტინელებით არის დასახლებული.

ერთი წლის წინ გამართულ მსგავს ღონისძიებას ისრაელსა და პალესტინას შორის ომი მოჰყვა. პოლიციამ მანქანებითა და ბარიკადებით გადაკეტა დამასკოს კარიბჭესთან მისასვლელი მთავარი გზა. ეს ადგილი გასულ წელს არეულობის ეპიცენტრი იყო.

პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ მარშის მონაწილეებმა ბარიკადებთან  დროშებით, სიმღერებითა და შეძახილებით გამართეს აქცია.

პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის აკრძალვის მიუხედავად, მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ულტრამემარჯვენე კანონმდებელმა იტამარ ბენ-გვირმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend