მთავარიევროპაუკრაინაბოროდიანკაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

ბოროდიანკაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

კიევის ჩრდილო-დასავლეთით 50 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ბოროდიანკაში ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილ ადამიანებს ეძებენ.

პოლიციის ძალებმა დროებით საფლავებში დამარხულთა ექსჰუმაცია დაიწყეს. ბოროდიანკა უკრაინაში ყველაზე მეტად დაიბომბა. ირგვლივ ყველაფერი განადგურებულია. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ორმოცდაათამდე ცხედარი ამოიყვანეს. სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშ კიდევ ასობით ადამიანია მოყოლილი.

კიევის რეგიონის ეროვნული პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ  ყველამ უნდა გაიგოს, როგორ მოაწყო რუსეთმა უკრაინელი ხალხის გენოციდი.

,,ეს არის რუსეთის ფედერაციის ომის დანაშაულის კიდევ ერთი მაგალითი, როდესაც ისინი ესვრიან სამოქალაქო პირებს. ეს ადამიანები არ იყვნენ სამხედრო პირები, ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ქუჩაში დახვრიტეს. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციას და საერთაშორისო კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს ასეთ ქმედებებს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ“, – განაცხადა კიევის რეგიონის ეროვნული პოლიციის უფროსმა ანდრიი ნიბიტოვმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend