მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლები გრძელდება

უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლები გრძელდება

რუსმა სამხედროებმა აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმები გააძლიერეს. კრემინა პირველი ქალაქია, რომელიც რუსმა სამხედროებმა დონბასის რეგიონში დაწყებული შეტევის დროს აიღეს.

სავარაუდოდ,  ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან რუსები კრამატორსკის  სტრატეგიული სამხედრო ცენტრისკენ მიიწევენ.

სამხრეთში კი, ქალაქ მარიუპოლში რუსულ ძალებს ჯერ კიდევ უწევენ წინააღმდეგობას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც აზოვსტალის ქარხანაში არიან გამაგრებული, ახალი ულტიმატუმი წაუყენა. ისინი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინელებისგან დანებებას მოითხოვენ.

უკრაინის პრეზიდენტი რუს სამხედროებს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში ადანაშაულებს, რუსეთი კი მიიჩნევს, რომ უკრაინელები აზოვსტალის ობიექტზე მშვიდობიან მოქალაქეებს ფარად იყენებენ.

დმიტრი პოლიანსკი, რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე გაეროში, ამბობს, რომ რადიკალებმა და ნეონაცისტებმა, რომლებიც რუს სამხედროებს აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე ემალებიან, ერთთვიანი ბლოკადის შემდეგ განაცხადეს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათთან ერთად  მშვიდობიანი მოქალაქეებიც იყვნენ.

პოლიანსკის თქმით, უკრაინელ სამხედროებს მშვიდობიანი მოქალაქეები არც მაშინ გახსენებიათ, როდესაც ასობით ჯარისკაცი ბარდებოდა ტყვედ.

ქალაქის მერის ინფორმაციით, დაბომბვა გაძლიერდა ხარკივში, სადაც თავდასხმას გუშინ 7 ადამიანი ემსხვერპლა. მისი თქმით, 17 აპრილიდან რუსეთი შეუჩერებლად ბომბავს სამოქალაქო უბნებს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend