მთავარიევროპაუკრაინა"რუს აგრესორებს ჩვენი დედაქალაქის დაპყრობის სურვილი კვლავ აქვთ" - ინტერვიუ კიევის მერთან

“რუს აგრესორებს ჩვენი დედაქალაქის დაპყრობის სურვილი კვლავ აქვთ” – ინტერვიუ კიევის მერთან

18 აპრილს კიევის გარეუბნის დაბომბვის მიუხედავად, უკრაინის მოქალაქეები ომის დაწყების შემდეგ პირველად ცდილობენ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. გაიხსნა რამდენიმე მაღაზია და თეატრი.

„ევრონიუსს“ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ესაუბრა.

– რა მდგომარეობაა ახლა კიევში, უბრუნდება თუ არა უკრაინის დედაქალაქი ნორმალურ ცხოვრებას?

ვიტალი კლიჩკო: დიახ, ნელ-ნელა ვუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია. სროლების მიუხედავად, სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს. როგორც ამ ქალაქის მერმა, უნდა გავაფრთხილო ჩვენი მოქალაქეები, არ იჩქარონ კიევში დაბრუნება. კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს აქ, ყველგან ბლოკპოსტებია. ჯერ კიდევ ბევრი ნაღმია ქალაქსა და მის გარშემო. თითქმის ყოველდღე ხდება ტრაგიკული ინციდენტები.

– ელით თუ არა, რომ რუსი სამხედროები დაბრუნდებიან კიევში და კვლავ შეეცდებიან ქალაქის აღებას?

ვიტალი კლიჩკო: დიახ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასეთ შეტევას. აშკარაა, რომ კიევი ყოველთვის იყო აგრესორის ერთ-ერთი სამიზნე. კიევის აღება ყოველთვის იყო რუსული არმიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. რუსმა აგრესორებმა ეს პირველივე შეტევაში ვერ შეძლეს, თუმცა ვერ ინელებენ და კვლავ აქვთ ჩვენი დედაქალაქის დაპყრობის სურვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend