ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება გაიმართა. “ლივერპულმა” “წითელი ეშმაკები” 4:0 დაამარცხა. გოლები ლუის დიასმა და სადიო მანემ გაიტანეს, მოჰამედ სალაჰმა კი დუბლი შეასრულა.
“მერსისაიდელებმა” “იუნაიტედი” პირველ წრეში “ოლდ ტრაფორდზე” 5:0 დაამარცხეს.
მეორე წრეში გამარჯვების შედეგად “ლივერპული” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა “მანჩესტერ სიტის” 2 ქულით გაუსწრო, თუმცა “სიტის” ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, “იუნაიტედი” კი მეეექვსე ადგილს იკავებს.