მთავარი საქართველო არასამთავრობო ორგანიზაციები: სოფელ ითხვისის შესახებ გეოლოგიური დასკვნა "სრულყოფილად ვერ ჩაითვლება"

არასამთავრობო ორგანიზაციები: სოფელ ითხვისის შესახებ გეოლოგიური დასკვნა “სრულყოფილად ვერ ჩაითვლება”

ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სოფელ ითხვისის შესახებ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისში, საცხოვრებელი სახლების ნგრევასთან დაკავშირებით დღეს, 20 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციების: „სამართლიანობის ცენტრის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობისა“ და „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მათ ითხვისის შესახებ გასაჯაროებული პირველადი გეოლოგიური დასკვნის შესახებ საერთო განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, დოკუმენტი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს,  რომ დასკვნა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ვიზუალურ დათვალიერებაზე დაყრდნობით მოამზადეს. ადგილზე არ ჩატარებულა კომპლექსური და მულტიპროფილური კვლევა, რომლის საჭიროებაც დასკვნაშივეა ხაზგასმული.

მათი თქმით, საჯარო უწყების მიერ ჩატარებული კვლევა სრულყოფილად ვერ ჩაითვლება და მიწის ჩაქცევის შესაძლო გამომწვევი მიზეზებიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ანუ მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის საქმიანობის გამორიცხვა ბევრ კითხვას აჩენს.

უახლესი

სხვა ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციებიარასამთავრობო ორგანიზაციები

Send this to a friend