მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში სამხედრო მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ომის "გადამწყვეტი ფაზა" დაიწყო

უკრაინაში სამხედრო მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ომის “გადამწყვეტი ფაზა” დაიწყო

უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლს თითქმის ორი თვეა რუსული არმია მთელი ძალით უტევს.

ქალაქი სრულად განადგურებულია და ჯერ კიდევ უცნობია, რამდენი ადამიანი ემსხვერპლა აქ რუსული ჯარების თავდასხმებს.

კიევში ამბობენ, რომ მარიუპოლში 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

“ჩვენს ქალაქში ბევრი ადამიანი დაიღუპა. მე ვიცი 30 წლის ქალის შესახებ, რომელიც შვილთან ერთად, ჩემი მეგობრების თვალწინ მოკლეს. პატარა ბავშვი მოკლეს“,  – იხსენებს მარიუპოლის მკვიდრი ირინა კოროლიოვა.

დღეს, 19 აპრილს დონეცკის სეპარატისტულ მთავრობაში განაცხადეს, რომ მათ მარიუპოლის მეტალურგიული ქარხანა აიღეს. კიევში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

რუსულმა არმიამ განაახლა უკრაინის აღმოსავლეთში შეტევითი ოპერაცია, ფრონტის ხაზი 500 კილომეტრზეა გადაჭიმული, უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, ეს ომის გადამწყვეტი ფაზაა.

„ჯერ კიდევ 2016 წელს ვამბობდი, რომ თუ მტერი თავდასხმას გაბედავს ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს მიწაში, ადგილი ყველასთვის გვეყოფა, ისინი მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ“, – უკრაინელი ჯარისკაცი.

უკრაინელები ამბობენ, რომ ბოლო მომენტამდე იბრძოლებენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend