მთავარიევროპაუკრაინაომის "ახალი ფაზა": დონბასის რეგიონისთვის ბრძოლა დაიწყო

ომის “ახალი ფაზა”: დონბასის რეგიონისთვის ბრძოლა დაიწყო

დონბასის რეგიონისთვის ბრძოლა დაიწყო. რუსულმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთში ახალი შეტევა დაიწყეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს,  რომ რუსული ძალები დონბასისთვის იბრძვიან, რისთვისაც ისინი დიდი ხანი ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის დიდი ნაწილი ახლა ამ შეტევისთვის არის მობილიზებული.

ზელენსკისა და უკრაინელებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ რუს ჯარისკაცს ჩამოიყვანენ, უკრაინელები მაინც შეუპოვრად იბრძოლებენ და დაიცავენ ქვეყანას. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ არც რამის დათმობას აპირებენ და არც  სხვას ედავებიან არაფერში.

უკრაინაში მიაჩნიათ, რომ ომის მეორე ფაზა დაიწყო. ბომბავენ აღმოსავლეთის ქალაქ ხარკივს. რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა ლვივში, სადაც, ბოლო ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა.

მარიუპოლშიც გრძელდება ბრძოლები, დაბომბეს აზოვსტალის ქარხანაც, რომელსაც უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს.

პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი აღნიშნავს, რომ მარიუპოლში გამუდმებით მიმდინარეობს ბრძოლები, უკრაინელები აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას, რუსმა სამხედროებმა ჯერჯერობით ქალაქის აღება ვერ შეძლეს. თუმცა ისინი კვლავ ბომბავენ ქალაქს რაკეტებით. მისი თქმით, რუსები უკვე რამდენიმე დღეა, ჯარების გადაჯგუფებას ცდილობენ. ჯონ კირბის შეფასებით, რუსებს სურთ, შექმნან პირობები დონბასში უფრო აგრესიული და ფართო სახმელეთო მანევრებისთვის.

შეერთებულმა შტატებმა უკვე გაუგზავნა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი – სამხედრო აღჭურვილობა. აშშ-ში ასევე აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი ჯერჯერობით არ გეგმავს კიევში ვიზიტს.

ომის დანაშაულების გამოძიება კვლავ გრძელდება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი ის ბრიგადა დააჯილდოვა, რომელსაც ბუჩაში ჩადენილ დანაშაულში სდებენ ბრალს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend