25 აპრილიდან საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების წესი იცვლება. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად “B” და “BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
რა იცვლება – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, სანდრო ლომაძემ ისაუბრა