თურქულენოვანმა გამოცემა „აიდლინკმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ეჭვქვეშ აყენებს „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს, რომელზეც დასტურდება თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, რუსი სამხედროების სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
„აიდლინკის” მასალა დეზინფორმაციულ მტკიცებებს შეიცავს. „ნიუ-იორკ თაიმსის” მიერ 4 აპრილს გამოქვეყნებულ Maxar Technelogies-ის სატელიტურ ფოტოებს ეჭვქვეშ აყენებს და ასკვნის, რომ კონკრეტული ფოტო, რომელიც იაბლონსკას ქუჩაზე მიმოფანტულ გვამებს ასახავს, რეალურად, 1 აპრილს ბუჩადან რუსული ჯარების გასვლიდან 2 დღეშია გადაღებული, ხოლო იქამდე ქუჩებში ცხედრები არ იყო. ამის შესახებ ინფორმაცია „მითების დეტექტორმაც” გადაამოწმა.
გარდა იმისა, რომ ავტორიტეტული კომპანია Maxar Technelogies-ით დამტკიცდა, რომ რუსი სამხედროების ოკუპაციის დროს გამოჩნდა ცხედრები, სატელიტური და დრონით გადაღებული კადრები სხვა გამოცემებმა და სამთავრობო უწყებებმაც გამოაქვეყნეს.