მთავარიევროპაშვედეთიშვედეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა გრძელდება

შვედეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა გრძელდება

შვედეთის ქალაქებში უკვე მეხუთე დღეა, არეულობაა. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა,  რაც ულტრამემარჯვენეთა პარტიის ლიდერმა რასმუს პალუდანმა გასულ ხუთშაბათს ყურანის დაწვა გადაწყვიტა.

ადგილზე 200-მდე კონტრაქციის მონაწილე შეიკრიბა, პოლიცია პალუდანის დაცვას ცდილობდა.  შეტაკების დროს დაშავდა პოლიციის 3 ოფიცერი, რომლებიც მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პალუდანის ქმედებამ შვედეთის, განსაკუთრებით კი ისლამური საზოგადოების განრისხება გამოიწვია.

პალუდანის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების საპასუხოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები ეწყობა.

შაბათს ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ მალმეში ერთ-ერთი ავტომობილი განგებ დაეჯახა  აღმართულ ბარიერს. მოგვიანებით ავტომობილის მძღოლი პოლიციამ დააკავა.

ღამით ახალგაზრდებმა მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს.

მომდევნო დილას ქალაქში არეულობის კვალი ყველასთვის შესამჩნევი იყო.

მთავრობა ფიქრობს, რომ დაცული უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება. შესაბამისად, არ კრძალავს  პალუდანის გამოსვლებს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უჭირთ განსაზღვრონ, რა არის სიძულვილის ენა და რას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება. შვედეთში კი ეს დაპირისპირება უკვე დებატებსაც სცდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend