ქართული კლუბი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში ითამაშებს. ლევან მაისაშვილის გუნდმა ნახევარფინალში ესპანური “იბერიანსი” 43:40 დაამარცხა.
ლელო ნიკო აფციაურმა, ლაშა ხმალაძემ, მერაბ შარიქაძემ და ლაშა ლომიძემ გაიტანეს, შალვა მამუკაშვილმა კი დუბლი გაიფორმა.
ფინალში “შავი ლომის” მეტოქე პორტუგალიური “ლუზიტანოსი” იქნება, რომელმაც ნახევარფინალში “თელ ავივ ჰიტი” დაამარცხა.
“შავი ლომისა” და “ლუზიტანოსის” დაპირისპირება 8 მაისს ლისაბონში გაიმართება.