მთავარიმსოფლიოევროპაპოლონელმა მოხალისეებმა საზღვარზე უკრაინიდან ლტოლვილებს სააღდგომო კერძები დაახვედრეს

პოლონელმა მოხალისეებმა საზღვარზე უკრაინიდან ლტოლვილებს სააღდგომო კერძები დაახვედრეს

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში საყვარელ ადამიანებს მატარებლის სადგურის პლატფორმიდან აცილებენ. უკრაინელები ომს გაურბიან და უსაფრთხო გარემოს საპოვნელად ქვეყანას ტოვებენ. უკრაინის ხელისუფლება რუსეთს მატარებლის სადგურების და სამშვიდობო ავტობუსების დაბომბვაში ადანაშაულებს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინა 5 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა. უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთში გადასვლას აგრძელებდნენ.

“ჩვენ გვინდა, რომ სახლში დავბრუნდეთ. გვინდა ჩვენს ქალაქში მშვიდობიანად ვიცხოვროთ. არ ვიცით ამას როგორ შევძლებთ. არ ვიცით ვინ დაგვეხმარება. არ ვიცით როგორ შევაჩეროთ პუტინი. მაგრამ მაინც იმედი გვაქვს, რომ სახლში ერთ-ორ თვეში დავბრუნდებით”, – ამბობს უკრაინელი ლტოლვილი მარინა ვოლოშინა.

პოლონეთის მხარეს, განწყობის ასამაღლებლად მოხალისეებმა ლტოლვილებს ტრადიციული სააღდგომო კერძები დაახვედრეს.

„წინა წლებთან შედარებით, წლევანდელი აღდგომა ძალიან განსხვავებულია, რადგან ძალიან ბევრი უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მათ სახლები დაკარგეს. ახლა ისინი თავშესაფარს ჩვენთან ეძებენ. ამიტომ გვსურს რომ ოჯახური გარემო შევუქმნათ, რომ თუნდაც ცოტა ხნით მაინც მათ თავიანთი ტკივილი დაავიწყდეთ და ამ დღესასწაულის აღნიშვნა შეძლონ“, – ამბობს პოლონელი მოხალისე ექიმი, რომელმაც სააღდგომო კერძები საზღვარზე მოიტანა.

კვირას ტრადიციულ სააღდგომო ლიტურგიაზე რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა. მან უკრაინელ მოსახლეობას მშვიდობა უსურვა. წმინდა პეტრეს მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, პაპმა განაცხადა, რომ უკრაინა იტანჯება, რომელიც გამოწვეულია სასტიკი, უაზრო ომით. მან ასევე მადლობა გადაუხადა მათ, ვინც უკრაინელი ლტოლვილები შეიფარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend