მთავარიევროპაუკრაინარუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დნეპრში 13,000 ხანდაზმული ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი...

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დნეპრში 13,000 ხანდაზმული ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ჩავიდა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინათ, მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი მოხუცები.

“გვერდით ახლო ნათესავი რომ მყოლოდა დავრჩებოდი, ვინმე მაინც რომ მყოლოდა…მაგრამ მარტო ვიყავი ჩემს ბინაში და ძალიან გამიჭირდა. ამიტომ იქ დარჩენა ვერ შევძელი”, – ამბობს 83 წლის იულია პანფიოროვა.

ზოიას მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს, რომელიც დედაზე ზრუნავს. თავიდან ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ სახლი მათაც უნდა დაეტოვებინათ.

“ვისთან უნდა დავრჩენილიყავი? ყველა ჩემი მეზობელი წავიდა, ჩემი 93 წლის მეზობელიც კი ქალიშვილმა წაიყვანა. მეც დავფიქრდი და მივხვდი, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა წასვლა იყო”,- ჰყვება 85 წლის ზოია ტარანი.

ხანდაზმულებს ხშირად ივიწყებენ ომის დროს, ამბობს ფედერიკო დესი არასამთავრობო ორგანიზაცია Handicap International-ის დირექტორი.

ორგანიზაცია უზრუნველყოფს აღჭურვილობის მიწოდებას და ფინანსურად ეხმარება დნეპრში დარჩენილებს.

”როდესაც ისინი თავშესაფრებში მოდიან, ხშირად სამედიცინო ან სოციალურ მომსახურებას ვერ უწევენ. მათ არც აუცილებელი მედიკამენტები აქვთ. ამ ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ დამატებითი და სპეციალური დახმარება, რომელიც  ხშირად მათთვის მიუწვდომელია”, – წუხს Handicap International-ის მისიის ხელმძღვანელი უკრაინაში.

უკრაინის მთავრობისა და  Handicap International-ის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დნეპრში 13,000 ხანდაზმული ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ჩავიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend