მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელები განადგურებულ ქალაქებს ნაღმებისგან და ნანგრევებისგან წმენდენ

უკრაინელები განადგურებულ ქალაქებს ნაღმებისგან და ნანგრევებისგან წმენდენ

ალყაში მოქცეული უკრაინული ქალაქის მარიუპოლის ისტორიული ცენტრი თითქმის სრულად განადგურებულია. ბრძოლები გრძელდება. ზოგიერთი მოქალაქე გარეთ დაბომბვის შედეგად ჩამოცვენილი ხის ტოტებს აგროვებს ცეცხლისთვის, რომ საკვები მოამზადოს. დახოცილი ადამიანების ცხედრები ჯერ კიდევ ქუჩებშია.

აღმოსავლეთ უკრაინაში, პოპასნაიაში, კვლავ ისმის დაბომბვის ხმა. უკრაინის არმია და ადგილობრივები წინააღმდეგობას უწევენ რუსულ ძალებს. ისინი არ ტოვებენ ქალაქს.

პოპასნაიის მკვიდრი ვასილი ამბობს,  რომ შვილები ომს გაარიდა, თავად კი ცოლთან ერთად სარდაფში დარჩა. მათ არ სურთ არსად წასვლა. საკვებიც ჯერჯერობით საკმარისად აქვთ.

ზოგიერთი უკრაინელების მიერ კოტროლირებად ქალაქებში გადავიდა, მაგალითად, დნიპროში. საავადმყოფოებში ბევრი ბავშვია, მათი უმეტესობა რუსული აგრესიის შედეგად დაობლდა.

ახლახან გათავისუფლებულ ქალაქებში, მაგალითად, ჩერნიჰივში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის 70 პროცენტი ავარიულ მდგომარეობაშია.

უკრაინის არმია კი განაგრძობს განაღმვით და გაწმენდით სამუშაოებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის არმიამ უკვე დატოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend