მთავარისაქართველოსასამართლოს დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება - ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი

სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება – ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი

ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი, რომელიც საქართველოს 11 აპრილს გადაეცა დღეს, 15 აპრილს გასაჯაროვდა. მანამდე ჯერ სამოქალაქო სექტორის, შემდეგ კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს სპეციალური წერილები და ითხოვდნენ კითხვარი ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

დოკუმენტი 369 კითხვისგან შედგება და მოიცავს, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ნაწილს. კითხვები ეხება მართლმსაჯულებას – სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას, გენდერულ თანასწორობას, საქართველოს სავალუტო და საგადასახადო პოლიტიკას.

კითხვარის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია დემოკრატია და კანონის უზენაესობა – კითხვები ეხება ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო). ასევე, სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობას. კითხვებია დასმული იმის შესახებ, თუ როგორ ინიშნებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და როგორ არის გარანტირებული მათი დამოუკიდებლობა.

ევროკომისიის კითხვები ეხება საპარლამენტო ზედამხედველობას და საკანონმდებლო ორგანოში საპროცედურო საკითხებს. დოკუმენტში წერია შეკითხვები ანტიკორუფციული პოლიტიკისა კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგიის შესახებ. საქართველოსთვის გადაცემულ სპეციალურ კითხვარში შეკითხვები ეხება მედიის თავისუფლებას და საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს – ევროკომისია კითხვებს სვამს მაკროეკონომიკური სტაბილურობის, სავალუტო და საგადასახადო პოლიტიკის შესახებ. ასევე საფინანსო გამოწვევებისა და პრიორიტეტების შესახებ.

ქვეყანას უახლოეს პერიოდში უნდა გადმოეცეს კითხვარის მეორე ნაწილიც, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას. საქართველოს მთავრობას 4 კვირა აქვს შესაბამისი პასუხების მოსამზადებლად, რის შემდეგაც ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ქვეყანას ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, 2022 წლის 3 მარტს გააკეთა. მანამდე რუსეთის შეიარაღებული აგრესიის ფონზე უკრაინამ 28 თებერვალს დაჩქარებული წესით გააკეთა განაცხადი, ამის შემდეგ კი ევროკავშირს მოლდოვამ და საქართველომაც მიმართეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend