მთავარისაქართველომთავრობამ ევროკომისიის კითხვარი გაასაჯაროვა

მთავრობამ ევროკომისიის კითხვარი გაასაჯაროვა

საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა ევროკომისიის კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.

გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური კითხვარის პირველი ნაწილი საქართველოს 11 აპრილს, ლუქსემბურგში გადმოეცა. კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს, ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს, ამასთან, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას. კითხვარის ფაილის ჩამოტვირთვა მთავრობის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend