მთავარიმსოფლიოევროპახატვა ომის წინააღმდეგ

ხატვა ომის წინააღმდეგ

ირინას სურს, ხელოვნება რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად გამოიყენოს. იგი იტალიაში ერთი თვის წინ დედასთან, დასთან, შვილთან და ძმისშვილთან ერთად ლტოლვილის სტატუსით  ჩავიდა.  თავის მშობლიურ ქალაქ მიკოლაივში, რომელიც უკრაინის სამხრეთით მდებარეობს,  ირინა მშვიდად ცხოვრობდა, თავადაც ხატავდა და ბავშვებსაც ასწავლიდა. მას ხატვის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნდა. თუმცა შემდეგ ომი დაიწყო და როგორც მისთვის, ისე მისი ახლო ნათესავებისთვის ყველაფერი თავდაყირა დადგა.

იტალიაში ჩამოვიდა და ხატვაც კი აღარ შეეძლო.  თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ უნდა დახმარებოდა იმ ბავშვებს, რომლებიც ომით განადგურებულ ქვეყანაში ცხოვრობენ. მასაც სურდა,  გაეკეთებინა რაღაც, რადგან მხატვრისთვის  რთულია ხატვის გარეშე ცხოვრება.

ახლა ირინა სოციალური ქსელებისა და ონლაინგაკვეთილების საშუალებით ყოველდღიურად 100-მდე ბავშვს ხატვას ასწავლის. მას არ სურს, ბავშვებმა გამუდმებით ომზე იფიქრონ და ომის სცენები  გადმოსცენ ფურცლებზე. მათ ბავშვური წარმოსახვა უნდა ჰქონდეთ და ხატონ  ძაღლები, კატები და მსგავსი რამეები.

ირინა სხვა გარემოში აღმოჩნდა. ომის საშინელება და დანგრეული ადგილები ახლა სიმწვანემ და სიმშვიდემ შეცვალა. იგი აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობს,  თუმცა ძალიან ღელავს  უკრაინელ ბავშვებზე  და ვერ ისვენებს. ირინას სურს, მათაც ჰქონდეთ სიმშვიდის განცდა.

უკრაინის დატოვებასა და იტალიაში ჩასვლაში ირინასა და მის ოჯახს მოხალისეების ადგილობრივი ასოციაცია დაეხმარა.

მოხალისეთა ასოციაციის წარმომადგენელი ფრანჩესკა ფლამინი ამბობს, რომ ამ ადამიანების თვალებში უდიდესი სევდა ჩანს. ამის გულგრილად ყურება შეუძლებელია. წარმოსადგენადაც რთულია, რა გადაიტანა ამ ხალხმა.

ირინა მხატვარია,  თუმცა შინაგანად მებრძოლიცაა. იგი დარწმუნებულია, რომ  გამარჯვება ძალიან ახლოსაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend