მთავარისაქართველოვინ წავა უკრაინაში ვიზიტით საქართველოს პარლამენტიდან

ვინ წავა უკრაინაში ვიზიტით საქართველოს პარლამენტიდან

საქართველოს პარლამენტში, სამდღიანი დაძაბული განხილვები უკრაინაში სოლიდარობის მხარდაჭერის გამომხატველ ვიზიტთან დაკავშირებით, დასრულებულია.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნება ყველა საპარლამენტო ფრაქციისა თუ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გარდა. უკრაინაში ერთობლივ ვიზიტში მონაწილეობის მიღებაზე, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თავად განაცხადა. გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.

მასთან ერთად კიევში მიდის სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

გამგზავრების დრო ჯერ დაზუსტებული არ არის. საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში 15 ან 16 აპრილს გაემგზავრება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend