მთავარიევროპაუკრაინა„ვესროლე და 5 წუთში შემოვიდა შეტყობინება, რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ“ -...

„ვესროლე და 5 წუთში შემოვიდა შეტყობინება, რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ“ – ავთანდილ სურმანიძე

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან ქართველი მოხალისეები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში მხოლოდ გამარჯვების შემდეგ დაბრუნდებიან. ისინი იქ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გზით ჩავიდნენ, თუმცა მიზანი ერთია – რუსეთის საოკუპაციო ძალების მოგერიება და დამარცხება.

„ევრონიუს ჯორჯია“ უკრაინაში მყოფ მეომარს, ავთანდილ სურმანიძეს ესაუბრა, რომელიც უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო ბატალიონში სითბური რაკეტების, კერძოდ სტინგერის მსროლელია და ასწავლის სხვებსაც, ვისაც შესაბამისი გამოცდილება არ აქვს.

„დილის რვა საათი იყო – ახალ სასროლ პოზიციას ვეძებდი, რა დროსაც რუსული გამანადგურებელი შემოიჭრა. ვესროლე და ზუსტად 5 წუთში შემოვიდა შეტყობინება, საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ. დავუდასტურე, რომ ზუსტი გასროლა განვახორციელე. ძალიან გამიხარდა, რადგან ამ გამანადგურებლის ჩამოგდება საკმაოდ რთულია“ – იხსენებს ავთანდილ სურმანიძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend