მთავარიმსოფლიომოსკოვმა ამერიკელ და კანადელ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესა

მოსკოვმა ამერიკელ და კანადელ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესა

მოსკოვმა ამერიკელ და კანადელ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესა. რუსეთის მიერ შედგენილ შავ სიას დაემატა წარმომადგენელთა პალატის 398 და კანადის პარლამენტის 87 წევრი. მათ რუსეთში შესვლის უფლება აღარ აქვთ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოხვდება შავ სიაში და სხვა სანქციებსაც მალე დაუწესებენ აშშ-სა და კანადას.

კრემლში გამოეხმაურნენ ჯო ბაიდენის განცხადებას. აშშ-ის პრეზიდენტი  რუს სამხედროებს გენოციდში ადანაშაულებს.  პრეზიდენტ პუტინის სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი სიტუაციის დამახინჯებას ცდილობენ, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.

რუსეთი აშშ-ისა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს სამხედრო ობიექტებად მიიჩნევს, რადგან მათ იარაღი გადააქვთ უკრაინის ტერიტორიაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას, მიაყენოს ზიანი რუსეთის ძალებს, შესაბამისად უპასუხებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend