მთავარიკუბივითარების დამახინჯების მცდელობები რუსეთ-უკრაინის ომის დროს

ვითარების დამახინჯების მცდელობები რუსეთ-უკრაინის ომის დროს

რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო შემდენი აღწერით: „კურსკის ოლქი, უკრაინელი ხალხი ესალმება რუს სამხედროებს“. ვიდეოზე ჩანს, რომ სამხედრო ტექნიკა რუსული დროშებით გადაადგილება, გარშემო შეკრებილი ხალხი კი სამხედროებს ესალმება.

ვიდეო არის ნამდვილი, თუმცა აღწერის გამო ეს პოსტი არის დეზინფორმაციული, რადგან სინამდვილეში ვიდეო ასახავს რუსი სამხედროების გაცილებას კურსკის ოლქში, რომელიც რუსეთში მდებარეობს, შესაბამისად, რუს სამხედროებს არა უკრაინელები, არამედ რუსები ესალმებიან და უკრაინაში საბრძოლველად აცილებენ.

„მითების დეტექტორმა” კიდევ სანქციებთან დაკავშირებული კიდევ ერთი ვიდეო გადაამოწმა. ქართულ ფეისბუკ გვერდებზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მომხმარებლები ზეთის შესაძენად ერთმანეთს ეჩხუბებიან. წყაროების მიხედვით, ეს ფაქტი საფრანგეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა, რადგან საფრაგეთში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ზეთის დეფიციტია.  სინამდვილეში ვიდეო 2015 წლის იანვარშია გადაღებული  და ხმაური სუპერმარკეტში  მზესუმზირის ზეთზე დაწესებულმა 50%-მა ფასდაკლებამ გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend