მთავარიdraft geo"ლივერპულმა" და "მანჩესტე სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს

“ლივერპულმა” და “მანჩესტე სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია. “ატლეტიკო მადრიდსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი უგოლოდ დასრულდა. პირველი შეხვედრა მანჩესტერში “სიტიმ” 1:0 მოიგო, შესაბამისად ნახევარფინალში პეპ გვარდიოლას გუნდი იასპარეზებს. გვარდიოლა პირველი მწვრთნელია რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური მეცხრედ მოიპოვა. “სიტის” მეტოქე ნახევარფინალში “რეალ მადრიდი” იქნება.

მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩი “ლივერპულსა” და “ბენფიკას” შორის ფრედ 3:3 დასრულდა. ლივერპულელებმა პირველი შეხვედრა პორტუგალიაში 3:1 მოიგეს და ნახევარფინალში ითამაშებენ. იურგენ კლოპის გუნდის მეტოქე “ვილიარელი” იქნება, რომელმაც მერვედფინალში ტურინის “იუვენტუსი” დაამარცხა, ნახევარფინალში კი “ბაიერნ მიუნხენს” მოუგო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend