მთავარიევროპაუკრაინარუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა ოთხ მილიონ-ნახევარზე მეტმა ადამიანმა დატოვა

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა ოთხ მილიონ-ნახევარზე მეტმა ადამიანმა დატოვა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში უკრაინელი ბავშვების ორმა მესამედმა დატოვა თავისი სახლი.

რუსეთი დონბასის რეგიონზე თავდასხმისთვის ემზადება. მშვიდობიანი მოქალაქეები ნებისმიერი საშუალებით, მატარებლითა თუ ავტობუსით, ტოვებენ ქალაქებს უკრაინის აღმოსავლეთში. უმეტესობამ არც კი იცის, სად მიდის. თუმცა მთავარი ახლა ამ ქალაქებიდან გაქცევაა.

ერთ-ერთი დევნილი ნადია ჟიჟუნასი  ქალაქს  ბოლო მომენტამდე არ ტოვებდა. თუმცა ახლა აქ დარჩენა სახიფათოა, რადგან შეიძლება მარიუპოლის მსგავსი ტრაგედია განვითარდეს.

ომის დაწყებიდან უკვე 4.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უკრაინა. თუმცა ზოგიერთი უკრაინელი მაინც რჩება ქვეყანაში. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, ბოლო 6 კვირაში უკრაინელი ბავშვების ორი მესამედი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

ამ პერიოდში უამრავი ადამიანი პოლონეთში გადავიდა. თუმცა გაეროს თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი რიცხვი შემცირდა. თუმცა ის ლტოლვილები, რომლებმაც ბოლო პერიოდში გადაკვეთეს საზღვარი,  უფრო რთულ  მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.  ლტოლვილთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს სხვაგან წასასვლელი.  სხვებს კი იმედი აქვთ, რომ მალე დაბრუნდებიან სახლებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend