მთავარიdraft geo"ვილიარეალმა" "ბაიერნ მიუნხენი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოაგდო

“ვილიარეალმა” “ბაიერნ მიუნხენი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოაგდო

“ბაიერნ მიუნხენი” ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში “რეკორდმაისტერმა” “ალიანც არენაზე” “ვილიარეალის” დამარცხება ვერ შეძლო, დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ და სამუელ ჩუკვუეზემ გაიტანეს.

„დღეს დიდი თამაში იყო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრა ვილიარეალში გვქონდა. პირველი მატჩის შედეგი განმეორებით შეხვედრაში ჩვენს თამაშზე აისახა. მოპოვებული უპირატესობა კარგად გამოვიყენეთ და დაცვაში იდეალურად ვითამაშეთ რაც გამარჯვების მოსაპოვებლად ერთადერთი გზა იყო,” – ამბობს “ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი.

პირველ მატჩში მოპოვებული გამარჯვების შედეგად ნახევარფინალში უნაი ემერის “ვილიარეალი” ითამაშებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend