მთავარიევროპაუკრაინამარიუპოლის მერის განცხადებით, ქალაქის 75 პროცენტი განადგურებულია

მარიუპოლის მერის განცხადებით, ქალაქის 75 პროცენტი განადგურებულია

უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება. რუსი სამხედროები პოზიციებს იკავებენ და დონბასის რეგიონზე თავდასხმისთვის ემზადებიან. მოსახლეობა ცდილობს, სასწრაფოდ დატოვოს ტერიტორია.

მარიუპოლის მერის განცხადებით,  ქალაქის 75 პროცენტი განადგურებულია, გარდაიცვალა დაახლოებით 22 000 მშვიდობიანი მოქალაქე. ათასობით ადამიანმა მოახერხა მარიუპოლიდან წასვლა. თუმცა ქალაქი ყველა მოსახლეს ჯერ არ დაუტოვებია.

სამშვიდობო მოლაპარაკებები ონლაინრეჟიმში გრძელდება, თუმცა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შეჩერებულია.

დააკავეს რუსი ოლიგარქი და უკრაინაში პუტინის უახლოესი მოკავშირე ვიქტორ მედვედჩუკი.  იგი პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ ლიდერია.

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ მედვედჩუკი ომის წესებს უნდა ექვემდებარებოდეს, რადგან მან თავად აირჩია სამხედრო სამსახური. ზელენსკი რუსეთის წარმომადგენლებს ტყვეთა გაცვლას სთავაზობს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა და სამხედრო უწყებებმა უნდა გაითვალისწინონ ეს შესაძლებლობა.

ზელენესკიმ ასევე აღნიშნა, რომ მარიუპოლში შეუძლებელია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რადგან ქალაქში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ,  მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს.

ამავდროულად, მსოფლიო ბანკი გეგმავს უკრაინის დასამხარებლად მილიარდ 400 მილიონი ევროს გამოყოფას. ბანკში აცხადებენ, რომ თანხა მოხმარდება სამთავრობო უწყებების მუშაობას. თანხა ასევე გამოიყოფა  ჯანდაცვის მუშაკების ხელფასებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისა და პენსიონერებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend