მთავარისაქართველობავშვები - ბავშვებისთვის

ბავშვები – ბავშვებისთვის

მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ფონდმა „საქართველოს კარიტასმა“ კამპანია „ემეგობრე“-ს ფარგლებში აქცია „ბავშვები – ბავშვებისთვის“ გამართა. მიუსაფარმა ბავშვებმა და მათმა მეგობრებმა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. შემოსული თანხა სრულად ირიცხება უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად.

„სახლი არ მაქვს, მაგრამ სახლში წაგიყვან“.

„ცუდია, რომ ბავშვები ცაში გაფრინდნენ“

„მე არ გამომივლია ომი, მაგრამ ომის მსგავსი ცხოვრება მაქვს გამოვლილი. არ დაკარგოთ საკუთრი თავის რწმენა და იმედი“

„მოდით ჩემთან და ერთად ვითამაშოთ.“

ათეულობით ასეთი წერილით მიუსაფარი ბავშვები უკრაინელი თანატოლებისადმი სოლიდარობას გამოხატავენ. მათი თქმით, ახლა ყველაზე მეტად უკრაინელ ბავშვებს სჭირდებათ მხარდაჭერა.

„ბავშვებმა თავად გადაწვიტეს, დახმარებოდნენ უკრაინელ თანატოლებს. მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა. თანამშრომლები და ბავშვები გავერთიანდით ამ დღისთვის. ვხატავდით ნახატებს,  ვაკეთებდით სხვადასხვა ნივთებს, ვმუშაობდით თექაზე.“ – ლაშა ვასაძე, თანასწორ-განმანათლებელი.

აქციის ორგანიზატორი საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასია“ და აქცია კამპანია „ემეგობრე-ს“ ფარგლებში გაიმართა.

„ჩვენ ბავშვების იდეა განვახორციელეთ, მათ ნამუშევრებს ხედავთ საგამოფენო სივრცეში. ერთი კვირის განმავლობაში იყო სოციალური კამპანია – გამოწვევა, ბავშვები თავიანთ თანატოლებს იწვევდნენ, რომ მათაც შეექმნათ ნამუშევრები და მოეტანათ გასაყიდად.“ – თამარ შარაშიძე, საქართველოს კარიტასის ბავშვთა პროგრამების მენეჯერი.

გამოფენის დასასრულს  გამოვლინდა სამი გამარჯვებული ნამუშევრის ავტორის ვინაობაც და მათ საჩუქრები გადაეცათ.

ამ აქციით ბავშვები საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეუბნებიან, რომ ყველა ბავშვს სჭირდება ზრუნვა და მხარდაჭერა და რომ მათი უფლებაა, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში.

 

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend