მთავარიმსოფლიომსოფლიოში სასუქის ფასი საგრძნობლად გაიზარდა

მსოფლიოში სასუქის ფასი საგრძნობლად გაიზარდა

უკრაინის ომმა დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო ვაჭრობაზე. კრიზისის გამო განვითარებად ქვეყნებში საკვების ნაკლებობაა. ბრაზილიურ ქალაქ პრუდენტოპოლისში ფერმერი ედიმილსონ რიკლი ხორბლის, ქერისა და შვრიის დათესვას აპირებს, თუმცა ამისთვის არასაკმარისი სასუქი აქვს. ბრაზილია სასუქის მეოთხე ყველაზე დიდი მომხმარებელი ქვეყანაა. პროდუქტის 85% იმპორტით შემოდის.

„იმპორტი შეჩერებულია. არ ვიცით როდის დამთავრდება ეს კონფლიქტი და როდის მიიღებს ბრაზილია სასუქს რუსეთისა და ბელარუსისგან. კითხვა ისმის თუ საიდან შევიძენთ სასუქს. მოგვიწევს სხვა ბაზრების ძებნა, თუმცა ეს მარტივი არაა.“ – ამბობს ფერმერი ედიმილსონ რიკლი

სასუქი გაძვირდა კენიაშიც. შექმნილი მდგომარეობის გამო მოსახლეობის ნაწილი შეიძლება საკვების გარეშე დარჩეს. ადგილობრივი მონიკა კარიუკის თქმით, მან შეიძლება თავი დაანებოს ფერმერობას.

„ადრე ფერმის სასუქზე 175 დოლარს ვხარჯავდი, ახლა კი ის 875 დოლარი ღირს. როგორც ჩანს დანებება მომიწევს. რამე სხვა უნდა გავაკეთო, რადგან ამხელა დანაკარგით ვერ ვიმუშავებ.“ – ამბობს ფერმერი მონიკა კარიუკი.

სასუქის გაძვირების გამო შემცირდება საკვების წარმოება, რაც მის ფასზე მოახდენს გავლენას. გაეროს ცნობით საკვებზე ფასის ინდექსი ასეთი მაღალი 1990-იანი წლებიდან არ ყოფილა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend