მთავარიგადაცემებინამდვილი ეკონომიკაევროკავშირი სამთავრობო ვალის რეგულაციის განახლებაზე ფიქრობს

ევროკავშირი სამთავრობო ვალის რეგულაციის განახლებაზე ფიქრობს

ევროკომისია ახლა ფისკალური რეგულაციების რეფორმას განიხილავს, რომლებიც ევროკავშირი ქვეყნებში საჯარო ხარჯებს, სახლემწიფო ვალსა და ინვესტიციებს არეგულირებს. „ევრონიუსის“ გადაცემა „რეალური ეკონომიკა“ სვამს კითხვას, როგორ აისახება ეს მომავალში ევროკავშირის მასშტაბით  სამთავრობო ხარჯებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე იმ ინვესტიციას ეხება, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე იხარჯება.

ფინანსტა მინისტრი სიგრიდ კააგი და ესპანეთის მინისტრი ნადია კალვინო ისეტი რეფორმისკენ მოუწოდებენ, რომელიც საჯარო ხარჯებს ეკოლოგიურ და გაციფრულებაზე ორიენტირებულ პროექტებზე მიმართავს.

ორივე ფინანსთა მინისტრმა ერთობლივი წინადადება 4 აპრილს გამოაქვეყნა, ლუქსემბურგში ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვდერის წინ.

ევროკავშირის ფისკალური რეგულაციები

ევროკავშირი ახლა ფიქრობს, თუ როგორ შეცვალოს საჯარო ხარჯების, ვალისა და ინვესტიციების რეგულაციები ისე, რომ ევროპის ეკონომიკა წინ წავიდეს. ამჟამად მოქმედი წესები 1992 წელს შეიქმნა, როდესაც მაასტრიხტის ხელშეკრულება დაიდო. ევროკავშირის ფისკალური წესები არეგულირებს, თუ როგორ უნდა მართონ ქვეყნებმა საჯარო ფინანსები. ამ რეგულაციის ხერხემალია მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ფისკალური დეფიციტის 3-პროცენტიანი და სახელმწიფო ვალის 60-პროცენტიანი ზღვარი.

პანდემიის დროს ეს მოთხოვნა დროებით შეჩერდა, მაგრამ 2023 წელს ისევ უნდა ამოქმედდეს. წლების განმავლობაში წესების აღსრულების მექანიზმი, გარკვეულწილად, გართულდა. გარდა ამისა, ეკონომიკური გარემოც შეიცვალა: გაიზარდა სახელმწიფო ვალი და მოთხოვნა სამთავრობო ინვესტიციებზე, რათა ევროპა უფრო ეკომეგობრული და ციფრული გახდეს. ახლა კი რუსეთმა უკრაინაში ომი გააჩაღა.

ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი ეკონომიკური მართვის ჩარჩოს მიმოხილვა, რომლის ირგვლივაც  მიმდინარეობს კონსულტაციები პროფკავშირებთან, აკადემიურ სექტორთან, ეროვნულ ბანკებთან, ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტებთან და ფინანსთა მინისტრებთან. შესაბამისი რეკომენდაციები 2022 წლის ბოლოს უნდა გამოაქვეყნონ.

როგორ უნდა გაკეთდეს პრიორიტეტი მწვანე ინვესტიციებზე?

მიმოხილვაში მთავარი აქცენტი სამთავრობო ხარჯზეა, რომ ის ორიენტირებული იყოს მდგრად განვითარებაზე და ინვესტიციები ეკომეგობრულ პროექტებში ჩადოს.

ბელგიაში ქალაქ ვერვიეში, უკვე იგრძნობა კლიმატური ცვლილების ეფექტი – გასულ ზაფხულს მდინარე ვესდრე Vesdres ნაპირებიდან გადმოვიდა და გზად ყველაფერი წალეკა. უკვე დათვლილია, რომ მხოლოდ საჯარო შენობების აღდგენა-ადაპტაცია 45 მილიონი ევრო დაჯდება, რაც მძიმე ტვირთად აწევს ქალაქის ბიუჯეტს.

„ეს დიდი ტრაგედია იყო, რადგან თუ არ ვცდები, 38 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აქედან 8 ვერვიედან იყო“, – განუცხადა „ევრონიუსს“ ვერვიეს მერმა მიურიელ ტარნიონმა. „კლიმატის სპეციალისტების პროგნოზით, მომავალ 10 ან 15 წელიწადში მეტი წყალდიდობა იქნება. ისინი სითბურ ტალღებსაც ელოდებიან. ამიტომ მშენებლობის დროს ეს პროგნოზები უნდა გავითვალისწინოთ.  მაგრამ ასეთი გამძლე შენობები ძალიან ძვირი ჯდება. ჩვენი სასესხო ლიმიტი შეზღუდულია, ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 125 ევრო შეგვიძლია ვისესხოთ.“

გარდა იმისა, რომ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ძვირია, სასწრაფოდ უნდა  გამოინახოს ინვესტიციები ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად.

ევროკომისიის გათვლებით, კერძო და საჯარო ინვესტიციების მოცულობა 2030 წლამდე  წელიწადში 392 მილიარდი ევროთი უნდა გაიზრდოს.

ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ენერგეტიკაა.

ვალბურგა ჰემეტსბერგერი,  კომპანია SOLARPOWER EUROPE-ის ხელმძღვანელი:

„გვინდა, რომ მზის ენერგიის სექტორის დღეს არსებული სიმძლავრე –  165 გიგავატი, რომელიც დაახლოებით 50 მილიონ ოჯახს ამარაგებს ევროპაში –  ერთ ტერავატამდე გავზარდოთ. ეს ენერგია  117 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს უდრის. ეს კი თითქმის მთელი რუსული იმპორტის ტოლფასია. შესაძლებელია, დიდი რაოდენობით კერძო ინვესტიცია ჩაიდოს, მაგრამ აშკარაა, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმაც უნდა  თქვან თავიანთი სიტყვა.“

მოწოდება სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის შეცვლისკენ

ასეთი კოლოსალური ბიუჯეტი მძიმედ აწვება წევრი სახელმწიფოების ბიუჯეტებს, რაც საბიუჯეტო გადაწყვეტილებების მიღებას ართულებს…ბელგიის სახელმწიფო ვალის წილი უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის 111 პროცენტს შეადგენს.

ბევრი სახელწმიფო ვალის ზედა ზღვრის რეფორმას ითხოვს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე იმ ორმაგ გარდამავალ ეტაპზე ინვესტირებას ეხება, რომელშიც ევროკავშირმა უკვე შეაბიჯა: ეს არის გაციფრულება და  კლიმატური ცვლილება.

ეს წესები 2020 წელს შეაჩერეს, რათა პანდემიით გამოწვეულ კრიზისს გამკლავებოდნენ.   ახლა ისმის კითხვა, უნდა ამოქმედდეს თუ არა ისევ ძველი რეგულაცია?  არასამთავრობო ორგანიზაცია CLIMATE ACTION NETWORK EUROPE თვლის, რომ ძველი წესები უნდა გადაიხედოს და განახლდეს.

იზაბელ ბრაშე, ა CLIMATE ACTION NETWORK EUROPE-ის ევროკავშირის ფისკალური რეფორმის პოლიტიკის კოორდინატორი:

„ეს არ არის გადაუდებელი პრობლემა, მაგრამ ის თითქმის კარს მოგვადგა, რადგან რეგულაციები ისევ ამოქმედდება. მოსალოდნელია, რომ კლიმატური ცვლილება  საბოლოოდ ეკონომიკის პროდუქტიულობაზე აისახოს. ვერცერთი ვალი ვერ იქნება მდგრადი, თუ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ახლა არ ვიმოქმედეთ. პროფკავშირების წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე, რომ მკვდარ პლანეტაზე ვერავინ ვერ დასაქმდება. მე კი ვიტყოდი, რომ ვერცერთი ვალი ვერ იქნება მდგრადი მკვდარ პლანეტაზე. ამიტომ ევროკავშირის იმ ფისკალური რეგულაციების რეფორმაა საჭირო, რომლებიც საჯარო ხარჯს ზღუდავს.“

უკრაინაში შეჭრის გამო  რუსეთზე  სანქციების დაწესებამ ენერგორესურსებზე ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. იგეგმება რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებაც. ევროკავშირს ფისკალური რეგულაციების რეფორმისკენ შესაძლოა ამ ფაქტორმაც  უბიძგოს.

ევროკომისია  ფისკალური წესების გადახედვაზე მუშაობს. მოსალოდნელ ცვლილებებზე  „ევრონიუსუი“ ესაუბრა  ევროკომისარს ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონის.

ნაომი ლოიდსი, „ევრონიუსი“: ფისკალური პოლტიკის გადახედვა ადრეც იგეგმებოდა. მერე პანდემია დაიწყო, რასაც რეცესია მოჰყვა და ახლა რუსეთი შეიჭრა  უკრაინაში. რას ნიშნავს ეს ფისკალური წესებისთვის? უნდა შევცვალოთ თუ არა  მთავარი წესი, როგორიცაა 3 და 60- პროცენტიანი ზღვრები?

პაოლო ჯენტილონი, ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში:

არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა ეს არის მთავარი მიზანი. ყველამ ვიცით, რომ ეს ზღვრები 25 წლის წინ დადგინდა. ახლა ვალის საშუალო დონე ევროზონაში 100 პროცენტის ფარგლებშია. მე ვთვლი, რომ ჩვენი წესების ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ, რათა ვალი თანდათან ისე შევამციროთ, რომ აუცილებელი ინვესტირების საშუალება გვქონდეს. აი, ეს არის რეალური გამოწვევა, რაც იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ვალის ზღვრების შეცვლა, რადგან ამის შედეგად უნდა მივიღოთ  ცვლილებები შეთანხმებებსა და რეფერენდუმებში. ამის გაკეთება არ არის მარტივი ამ რთულ დროში.“

ნაომი ლოიდსი, „ევრონიუსი“: უკვე ძალიან დიდი მოთხოვნაა საჯარო ინვესტიციებზე, რათა კლიმატთან დაკავშირებით დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.  ეს კიდევ უფრო გადაუდებელი ჩანს ახლა, როდესაც რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება დგას დღის წესრიგში. რას ნიშნავს ეს ფისკალური პოლიტიკისთვის?

პაოლო ჯენტილონი, ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში:

ჩემი აზრით, წინა კრიზისის დროს ფინანსური კრიზისის ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ. ძალიან ადრე გავამკაცრეთ ფისკალური წესები და ნელ-ნელა შევამცირეთ საჯარო ინვესტიციები. იმ მოცემულობაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ გარდამავალ ეტაპზე ვართ კლიმატზე ზრუნვისა და გაციფრულების ვალდებულების თვალსაზრისით. გარდა ამისა, როგორც თავად აღნიშნეთ, ჩვენ გვინდა, ვიყოთ ავტონომიური და აღარ ვიყოთ  დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე. ასევე გვაქვს ახალი ევროპული ამბიცია საერთო თავდაცვის კუთხით. ამიტომ ისეთი ფისკალური წესები გვჭირდება, რომლებიც ერთდროულად საჯარო ფინანსების მდგრადობასაც გააკონტროლებს და საჯარო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობასაც მოგვცემს.

რაც ამ საშინელმა კრიზისებმა – პანდემიამ და ომმა – თვალნათლივ დაგვანახა, ის არის, რომ აუცილებელია ერთიანობა. ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ევროპა და ის, რომ უფრო ძლიერი იყოს, აუცილებელია უკეთესი კოორდინაცია.  და, რა თქმა უნდა, ფისკალური წესები ქმნის ამის საფუძველს.

ავტორები: ნაომი ლოიდი და გიიომ დესჟარდინი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend