მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობს

უკრაინა რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობს

უკრაინელი სამხედროები ემზადებიან მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის, რომელიც ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქის მარიუპოლის გაკონტროლებას უკავშირდება. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის თავდასხმის შედეგად ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე.

„დღეს ოკუპანტებმა ახალი განცხადება გააკეთეს, რომელიც ადასტურებს მათ მიერ უკრაინისა და ჩვენი დამცველების წინააღმდეგ ტერორის ახალი ეტაპის დაწყებას. ოკუპანტების ერთ-ერთმა რუპორმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება. ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. მინდა შევახსენო მსოფლიო ლიდერებს, რომ რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება ნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიაზე ბევრად უფრო სწრაფი და მკაცრი რეაგირება უნდა მომხდარიყო“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ავსტრიის კანცლერის ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პოლონეთის ლიდერმა გააკრიტიკა. კარლ ნეჰამერმა აღიარა, რომ პუტინთან შეხვედრას კარგად არ ჩაუვლია.

,,პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვერ გაგიზიარებთ ოპტიმისტურ შთაბეჭდილებას, რადგანაც არ მაქვს. აშკარაა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მასობრივი სამხედრო შეტევა იგეგმება“- განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, კი პუტინთან დიალოგის აზრს ვერ ხდევას.

„ომის ამ ეტაპზე, როცა რუსეთმა უკვე ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები, კრიმინალებს არ უნდა ელაპარაკო და ამ თემაზე აზრი არ შემიცვლია“ – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ავრცელებს კადრებს, თუ როგორ ანადგურებს უკრაინულ ჯავშანმანქანას. დასავლეთში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კიევიდან და სხვა ადგილებიდან ჯარის გაყვანის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთი დონბასში ძალებს გააორმაგებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend