მთავარიევროპაუკრაინარუსეთი აგრძელებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებითი შენაერთების მობილიზებას

რუსეთი აგრძელებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებითი შენაერთების მობილიზებას

უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება. უკრაინელი სამხედროები პოზიციებს ამაგრებენ და რუსეთის თავდასხმისთვის ემზადებიან. რუსეთი კი აგრძელებს უკრაინის ამ ნაწილში დამატებითი შენაერთების გადაყვანასა და მობილიზებას.

კრემლში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი დონბასის რეგიონის გათავისუფლებაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას გაავრცელა განცხადება, რომ მათ 86 თავდასხმა განახორციელეს სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის ერთი ქალაქ დნეპრსა და ხარკოვში.

უკრაინაში ადასტურებენ, რომ დნეპრის აეროპორტი განადგურებულია. უკრაინის მთავრობა მოკავშირეებს დამატებით შეიარაღებას თხოვს..

ჯეიკ სალივანი, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აღნიშნავს, რომ მათ პრიორიტეტების მიხედვით განიხილეს უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების ყველა სისტემა, შეიმუშავეს ამ იარაღის გადაცემის გეგმებიც, ნაწილი უკვე მიაწოდეს,  დანარჩენს კი მალე გაუგზავნიან. ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ მუშაობას, რომ უკრაინა უზრუნველვყონ ყველაფრით, რომ გაძლიერდეს როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან.

აშშ-ის დაზვერვამ კი დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინაში დანიშნა ახალი მეთაური, რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ოფიცერი გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი, რომელიც სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სისასტიკით გამოირჩეოდა.

ამავდროულად,  უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად დანიშნულმა პროკურორებმა კიდევ 9 ადამიანის ცხედრის ექსჰუმაცია ჩაატარეს. სავარაუდოდ,  საერთო სამარხებში რუსი სამხედროების მიერ  კიდევ 30 ადამიანია დამარხული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend