მთავარისპორტისანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ზაზა ფაჩულიას რეკორდი მოხსნა

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ზაზა ფაჩულიას რეკორდი მოხსნა

სანდრო მამუკელაშვილმა აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოქმედი ჩემპიონის, „მილოუკი ბაქსის” მაისურით ზაზა ფაჩულიას რეკორდი მოხსნა.

ქართველმა ფორვარდმა „კლივლენდ კავალიერსის” წინააღმდეგ მატჩში 28 ქულა, 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გაიფორმა. ქართველი ლეგიონერებისთვის ყველაზე შედეგიანი მატჩი ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე იყო, რომელმაც 2007 წელს „ატლანტას” მაისურით „ვაშინგტონის” წინააღმდეგ 27 ქულა მოიპოვა.

„მილოუკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გავიდა და პლეიოფში „ჩიკაგო ბულსს” დაუპირისპირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend