მთავარიევროპაუკრაინაკიევი დონბასში რუსული შეტევისთვის ემზადება

კიევი დონბასში რუსული შეტევისთვის ემზადება

„მოსალოდნელია რუსული არმიის მიერ უკრაინაში სატრანსპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაც.”- ოლექსანდრ შტუპუნი, უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანი.

რუსი სამხედროების განცხადებით, მათ უკრაინისთვის მიწოდებული ანტისაჰაერო შეიარაღება გაანადგურეს. მოსკოვში ამბობენ, რომ მათი სარაკეტო დარტყმის შედეგად კიევისათვის დასავლეთის მიერ გადაცემული ს-400 ტიპის ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემის 4 ბატარეა გაანადგურეს.

რუსული მხარეს არ ამბობს, თუ რომელი სახელმწიფოს მიერ იყო უკრაინისთვის მიწოდებული მათ მიერ განადგურებული სამხედრო ტექნიკა, მაგრამ გასულ კვირას სლოვაკეთის ხელისუფლებამ კიევისათვის ს 400 ტიპის ანტისაჰაერო სარაკეტო შეიარაღების გადაცემის შესახებ გამოაცხადა.

უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ მოსკოვმა მოლდოვაში, დნესტრისპირეთში, სამხედრო პროვოკაცია შეიძლება გამოიწვიოს. ამავე დროს უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსული არმია ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევით სამხედრო ოპერაციას უახლოეს რამდენიმე დღეში დაიწყებს: „რუსი სამხედროების მიერ დნესტრისპირეთის რეგიონში პროვოკაციის მოწყობას ვერ გამოვრიცხავთ, მიზანი კი უკრაინის მისი მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაში დადანაშაულებაა. მოსალოდნელია რუსული არმიის მიერ უკრაინაში სატრანსპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაც.”- ოლექსანდრ შტუპუნი, უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანი.

ლუქსემბურგში კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსული ინტერვენციაა. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსული არმია დონბასში შეტევისთვის ემზადება.

„ჩვენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს განვიხილავთ. ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს უახლეს ინფორმაციას მივაწვდი. ჩვენ, ყველანი, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი სამხედროების მიერ წარმოებული დაუნდობელი ომის მოწმენი ვართ.” – ჟოზეფ ბორელი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

ბუჩაში რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ აღმოჩენილი ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების ამოცნობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

კიევის შემოგარენის რუსი ჯარისკაცებისგან გათავისუფლების შემდეგ მოსახლეობა მშობლიურ კარ-მიდამოს უბრუნდება.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend