მთავარისაქართველობორის ჯონსონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გამოუგზავნა

ბორის ჯონსონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გამოუგზავნა

ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ მას ამ შესაძლებლობის გამოყენება სურს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან ურთიერთობას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალური წერილი გამოუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ 27 აპრილს 30 წელი გადის მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები განახლდა. ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ მას ამ შესაძლებლობის გამოყენება სურს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან ურთიერთობას.

„აღსანიშნავია ის წინსვლა, რომლის თვითმხილველნიც გავხდით საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის განსავითარებლად, რაც მრავალ სფეროს მოიცავს; მათ შორისაა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებები. მახარებს ის, თუ როგორ გაფართოვდა და განვითარდა ურთიერთობა, რომლის სიმბოლოდაც „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” ყოველწლიური ფორმატი იქცა. ასევე, ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმება. ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება. გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ამ ღია აგრესიის პირისპირ დგანან. მინდა ასევე დაგარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევნის სადარაჯოზე. მოუთმენლად ველი მომდევნო წლებში ჩვენი პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას” , – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის 8 აპრილით დათარიღებულ წერილში, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნა.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend