მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში რუსულენოვანმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

გერმანიაში რუსულენოვანმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში რუსულენოვანმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს  ხალხის დისკრიმინაცია და ძალადობის შემთხვევები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში საგრძნობლად გახშირდა. ქალაქში პარალელურად უკრაინის მხარდამჭერი კონტრაქციაც მოეწყო. საპროტესტო მსვლელობები გაიმართა გერმანიის სხვა ქალაქებშიც.

გერმანიაში მილიონ 200 ათასი ადამიანია წარმოშობით რუსი, ხოლო 325 000 – უკრაინელი ცხოვრობს.

აქციის მონაწილეების თქმით, საპორტესტო აქციის მოწყობის მიზეზი ისაა, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა მათი კულტურისა და ენის გამო დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ყველამ უნდა განასხვაოს პოლიტიკური ვითარება და ადამიანური მდგომარეობა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, რათა თავიდან აერიდებინათ რუსულენოვანი მოსახლეობისა და უკრაინის მხარდამჭერთა დაპირისპირება. ფრანკფურტში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია ქალაქის 2 სხვადასხვა ადგილას გაიმართა. დემონსტრაციებს დაახლოებით 2 500 ადამიანი დაესწრო. აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ჰანოვერსა და შტუტგარტში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend