გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერებას. რუსეთის წევრობის შეჩერებას ხმა 93-მა სახელმწიფომ მისცა, 24 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 58-მა თავი შეიკავა.
საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას. სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები კენჭისყრაზე არ გამოცხადებულან. წევრის სტატუსის შეჩერებას ასევე ხმა მისცა საქართველოს მეზობელმა სახელმწიფომ – თურქეთმა.
ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც გაეროში სახელმწიფოს საბჭოს წევრის სტატუსი უჩერდება. 2011 წელს ასამბლეამ იგივე გადაწყვეტილება მიიღო ლიბიასთან დაკავშირებით.