რუსეთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ ქალაქ ბუჩას კადრები, რომელიც უკრაინულმა მხარემ და დასავლურმა მედიამ გაავრცელა, დადგმულია. The New York Times-მა ბუჩას სატელიტური ფოტოები გააანალიზა და დაამტკიცა, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი სამ კვირაზე მეტი ხნის წინ მოკლეს, ანუ მაშინ, როდესაც ქალაქს რუსული სამხედროები აკონტროლებდნენ. სოციალურ ქსელში ბუჩასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას, რომელსაც პროკრემლისტური ჯგუფები ავრცელებენ, უკვე გაუკეთდა სპეციალური მონიშვნა.