მთავარიევროპაუკრაინავითარება უკრაინის აღმოსავლეთში

ვითარება უკრაინის აღმოსავლეთში

რუსი სამხედროები ამ დროისთვის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილისკენ მიემართებიან. როგორც ექსპერტები აცხადებენ, მათ დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდებათ დონბასისა და ლუგანსკის რეგიონებზე თავდასხმისთვის საჭირო პოზიციების დასაკავებლად.

უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ტერიტორია. ამავდროულად, ალყაშემორტმულ ქალაქ მარიუპოლიდან დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე „წითელი ჯვრის“ დახმარებით გამოიყვანეს.

ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ უკრაინელებმა აღადგინეს კონტროლი ტერიტორიებზე, რომლებიც მანამდე რუს სამხედროებს ჰქონდათ ოკუპირებული.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ბოლო გამოსვლაში პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას იქამდე, სანამ რუსეთი თავად არ წამოვა სამშვიდობო შეთანხმებაზე.

ამავდროულად, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქალაქ ჰოსტომელში 400-ზე მეტი პირი უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend