მთავარისაქართველობოლო 24 საათში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

ბოლო 2 წლის განმავლობაში დღეს პირველი შემთხევვაა, როდესაც საქართველოში კორონავირუსისგან არცერთი ადამიანი არ გადაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირების 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსს 3 930 პაციენტი ებრძვის, რომელთაგან 426 მკურნალობას საავადმყოფოში გადის, დანარჩენი კი სახლის პირობებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend