მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი სამართალდამცველები რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულის დამადასტურებელ სამხილებს აგროვებენ

უკრაინელი სამართალდამცველები რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულის დამადასტურებელ სამხილებს აგროვებენ

უკრაინელმა სამართალდამცველებმა რუსი სამხედროების მიერ სამოქალაქო პირების დახვრეტის დამადასტურებელი სამხილების შეგროვების მძიმე პროცესი დაიწყეს.

კიევიდან 60 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ანდრიივკაში ორი პოლიციელი მინდორში ნაპოვნი ცხედრის ამოსაცნობად მივიდა. პოლიციის ოფიცერმა, ალა პისტოვამ მაკარივის რაიონში მხოლოდ ბოლო ორ დღეში 20 ცხედარი იპოვა.

“ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას მაკარივის რეგიონში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ამ ეტაპზე ვეძებთ მსხვერპლებს, ამოცნობის შემდეგ კი მათ ნაცნობებს გამოვკითხავთ, ვაგროვებთ ინფორმაციას.“ – ანა პუსტოვა, პოლიციის ოფიცერი.

დაკარგული მოქალაქეების შესახებ განცხადების შესვლის შემდეგ პოლიცია ინფორმაციის შეგროვების მიზნით კარდაკარ დადის.

ვასილი მალუგა ამბობს, რომ რუსი სამხედროები და სპეციალური დანიშნულების რაზმის ჯარისკაცები მის მშობლიურ რაიონში ორ მარტს შევიდნენ. ის მაშინვე დააპატიმრეს, ხელები შეუკრეს და სხვებთან ერთად საცავში ჩაკეტეს, სოფლის ყველა მაცხოვრებელს კი ტელეფონები დაუმტვრიეს.

“ორ მარტს მოვიდნენ, ყველას ტელეფონები წაგვართვეს და დაგვიმტვრიეს. ჩემი მესიჯები წაიკითხეს და მალევე აქ მომიყვანეს. მომდევნო დღეებში კიდევ 2 ადამიანი მოიყვანეს, მთელი დღე მიწაზე ვიწექით. საჭმელი მხოლოდ მეორე დღის ბოლოს მოგვიტანეს.“ – ვასილი მალუგა, ანდრიივკას მკვიდრი.

სამდღიანი პატიმრობის შემდეგ ვასილი გაათავისუფლეს, მაგრამ არ იცის დანარჩენ ორ ადამიანს რა ბედი ეწია. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კიევის რეგიონში 400 – ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ბევრი ნაწამები და შემდგომ დახვრეტილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend