მთავარიევროპაუკრაინარუსი სამხედროები დონბასზე სამხედრო შეტევისთვის ემზადებიან

რუსი სამხედროები დონბასზე სამხედრო შეტევისთვის ემზადებიან

რუსეთის ყურადღების ცენტრში ახლა უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილია, რუსი სამხედროები დონბასის რეგიონზე შეტევას გეგმავენ,  გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სასტიკი ბრძოლები გაიმართება.

ასობით უკრაინელი ცდილობს, მატარებელში ავიდეს და  დატოვოს ქალაქი კრამატორსკი, რადგან რუსი სამხედროები უკან არ იხევენ.  რუსეთის ყურადღების ცენტრში ახლა უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილია, რუსი სამხედროები დონბასის რეგიონზე შეტევას გეგმავენ,  გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სასტიკი ბრძოლები გაიმართება.

უკრაინელი სამხედროები კი რუსეთის მოსალოდნელი შეტევისთვის ემზადებიან.

დონბასი მოიცავს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს, რომლებსაც 2014 წლიდან ძირითადად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.

ნატოში აცხადებენ, რომ მოსკოვი შეეცდება აიღოს მთელი დონბასი და შექმნას სახმელეთო ხიდი ოკუპირებულ ყირიმთან.

სამშაბათს კრამატორსკის ქალაქის ცენტრში რუსმა სამხედროებმა საჰაერო იერიში მიიტანეს. თუმცა უკრაინის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით,  კრამატორსკი მეტ-ნაკლებად გადაურჩა ნგრევას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend