მთავარიdraft geoდუბაის ხელოვნების სივრცე ტალანტებს იზიდავს

დუბაის ხელოვნების სივრცე ტალანტებს იზიდავს

უელსელი მხატვარი ჯულიან კასტალდი და მისი მეუღლე ელი  დუბაიში ცხრა წლის წინ მეგობრის კატის მოსავლელად ჩამოვიდნენ და არაბთა გაერთიანებული საამიროები ისე მოეწონათ, რომ აღარც წასულან.

შვიდი საამიროდან ერთი  – დუბაი შემოქმედებით ტალანტებს იზიდავს. ამ მიზნით დუბაიში ოქროს ვიზაც კი შემოიღეს, რომელიც ჩამოსულს სტანდარტული სამწლიანი ვიზისგან განსხვავებით 10 წლით დარჩენის საშუალებას აძლევს.

„ჩემი აზრით, დიდი სხვაობაა აქაურობასა  და გაერთიანებულ სამეფოს ან ლოს-ანჯელესს შორის, სადაც მიმუშავია. ეს კი მრავალფეროვნების დამსახურებაა“, – ამბობს ჯულიანი. „ აქ შევქმენი ნამუშევრები არაბულად და ინდურად, რისი გაკეთებაც სხვაგან შეუძლებელია. აქ ძალიან მრავალფეროვანი, ეკლექტური გარემოა და დიახ, დუბაი შემიყვარდა. შემიყვარდა მრავალფეროვანი გარემოს  მუხტი. ხელოვნებისთვის შესაშური ასპარეზია. ამიტომ ცხრა წლის მერეც აქ ვრჩები.“

ამრიტა სეთი დუბაიში ბანკირი იყო, სანამ დუბაის შემოქმედებითი გარემოთი შთაგონებული გადაწყვეტდა –  მხატვარი გამხდარიყო. ცოტა ხნის წინ ოქროს ვიზაც მისცეს ციფრული ხელოვნების დარგში შეტანილი წვლილის დამსახურებით.

„ყოველთვის მიყვარდა „არტ დუბაი“ (Art Dubai). როდესცა ბანკირი ვიყავი, ხშირად მოვდიოდი „არტ დუბაიში“ და ვოცნებობდი, რომ მეც მხატვარი გავმხდარიყავი,“ – ამბობს ამრიტა. „ჩემთვის დუბაი მართლაც განსაკუთრებული ადგილია.“

„არტ დუბაი“

„არტ დუბაი“  (Art Dubai)  – ახლო აღმოსავლეთის  ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბაზრობა –  არაბთა გაერთიანებული  საამიროების კულტურის კალენდარზე მთავარი ღონისძიებაა, რომელიც 2022 წელს უკვე მეთხუთმეტედ იმართება. წლევანდელი ბაზრობა მისი არსებობს განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გამოდგა, რომლის ფარგლებშიც 44 ქვეყნის 100-ზე მეტი გამოფენაა წარმოდგენილი. წელს ბაზრობას ციფრული ხელოვნების სექციაც დაემატა. სტუმრებს ხელოვნების ნიმუშებისა და NFT-ების (ე.წ. შეუცვლელი ტოკენების) შესასყიდად იხმობენ. სტუმრებს ჩვეულებრივი კედლებზე დაკიდებული ნახატების გარდა შეუძლიათ  მეტავერსული გალერეები დაათვალიერონ.

„არტ დუბაის“ პარალელურად, მისი მსგავსი გამოფენა, სახელწოდებით  World Art Dubai იმართება დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში. ეს გამოფენა თავისი მრავალფეროვნებით აოცებს მნახველს.

„ დარწმუნებული ვარ, არტ დუბაიზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შეგიძლია ხელოვნების ნიმუშის შეძენა კრიპტოვალუტით, რაც ძალიან საინტერესოა,“ – ამბობს  შუმონ ბასარი, ხელოვნების გლობალური ფორუმის კომისარი. „ეს კარს უხსნის ახალ აუდიტორიას, ახალ საკოლექციო ბაზებს და მე ვიტყოდი – თვით ახალ თაობასაც. ამიტომ აღფრთოვანებული ვარ ამ ამბით. ტექნოლოგიურ რევოლუციას ყოველთვის თან სდევს კულტურული რევოლუციაც.“

„არტ დუბაიზე“ ასევე არის განყოფილება, რომელსაც „ბავაბა“ (Bawwaba) ეწოდება, რაც არაბულად კარიბჭეს ნიშნავს. აქ ნაკლებად ცნობილი სამხრეთული ქვეყნების ხელოვანების შემოქმედებაა წარმოდგენილი.

„ჩემი აზრით, დუბაის საერთაშორისო საზოგადოებისადმი გახსნილი და სტრატეგიული მიდგომის წყალობით აქ იდეალური პლატფორმაა, რომ ხალხი ჩამოვიდეს და  სამხრეთული ქვეყნების ხელოვნებას ეზიაროს. იმის თქმა მსურს, რომ გვინდა, წარმოდგენილი იყოს არადასავლური ქვეყნები. უფრო ფართო გაგებით, ეს ნიშნავს ახლო აღმოსავლეთს, აფრიკას, სამხრეთ აზიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთსა და პაკისტანს,“ – განმარტავს Art Dubai-ის  აღმასრულებელი დირექტორი ბენედეტა გიონე.

დუბაის ხელოვნების გამზირი

ალსერკალის ხელოვნების უბანი (Alserkal Art District) აქ ალ ქვოზის  (Al Quoz) ინდუსტრიული უბნის ცენტრში გაჩნდა, როდესაც საწყობები გალერეებად გადააკეთეს. ეს უბანი 2008 წელს შეიქმნა და დღემდე სიახლისკენ ისწრაფვის.

წელს ამ უბნის წამყვან გალერეაში Concrete  დუბაის პირველი აკუსტიკური ხმოვანი ინსტალაციების ამბიციური გამოფენაა წარმოდგენილი. ეს გამოფენა სტუმრებს ხელოვნების ნიმუშების მოსასმენად იწვევს.

ალ-ჰაიატის (Al Khayat) გამზირი  სულ ახალი ცენტრია, სადაც საწყობებს გალერეებად აკეთებენ. ერთი მათგანია გრამფირფიტებით გაფორმებული გალერეა, რომელიც  ძმებმა კობი და კვამი მინტაჰებმა დაარსეს.

ამჟამად   Efie-ში  დუბაიში პირველად აფრიკელი ხელოვანის ელ ანაცუის ცნობილი  ბოთლის თავსახურებით შექმნილი ინსტალაციებია გამოფენილი. მისი ნამუშევრები მანამდე გამოფენილი იყო ბრიტანეთის მუზეუმსა და ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

გაფრენა მთვარეზე: დუბაის ხელოვნებსი შემდეგი მისია

ბრიტანელმა ხელოვანმა საშა ჯაფრიმ, რომელიც დუბაიში ცხოვრობს, თავისი ბოლო ნამუშევრის საჩვენებლად არაბთა გაერთიანებული საამიროები აირჩია. ეს ხელოვნების პირველი ასეთი ნიმუშია, რომელსაც მთვარეზე გაგზავნიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დუბაის ხელოვნების  სივრცე ახალ საზღვარს სწვდება.

ჯაფრის წინა ნამუშევარი 62 მილიონ დოლარად გაიყიდა. მის ახლა ნამუშევრის სახელია „ჩვენ ერთად ვიზრდებით – მთვარის შუქზე.“ ამ ხელოვნების ნიმუშზე ალუმინის ფირფიტაზე გრავირებული  ორი ერთმანეთს გადახვეული ფიგურაა გამოსახული, რომელიც გულის ფორმაშია მოთავსებული. ალუმინი იმიტომ შეარჩია, რომ მასალამ მთვარის მაღალ ტემპერატურას გაუძლოს. ჯაფრის განმარტებით, ეს ნამუშევარი „კაცობრიობისთვის ახალი იმედის“ ჩასახვას ემსახურება.

ავტორი: სარა ჰედლი ჰაიმერსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend