შვეიცარიის ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს მიწისქვეშა თავშესაფრები, სადაც ყოველი მოქალაქისთვის მოიძებნება ადგილი. 1960-იანი წლებიდან, შედარებით დიდი ზომის შენობებსა და საცხოვრებელ სახლებში ბეტონის თავშესაფრებს აგებდნენ. იმ მიწისქვეშა ნაგებობების არსებობა, რომლებიც ახლა ძირითადად ღვინისა თუ სხვა პროდუქტების შესანახად გამოიყენება, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შვეიცარიაში კვლავ გაიზარდა ინტერესი ბეტონის მიწისქვეშა თავშესაფრების მიმართ, რომლებიც ცივი ომის პერიოდში აშენდა და რომლებშიც მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვისაა საკმარისი ადგილი. 1960-იანი წლებიდან თითოეულ შვეიცარიულ მუნიციპალიტეტში იგებოდა ასეთი თავშესაფრები. შედარებით დიდი ზომის შენობებსა და თუ საცხოვრებელ სახლებში სავალდებულოცაა მათი აგება.
ვალეს კანტონის სამოქალაქო და სამხედრო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მარი-კლოდ ნოთ-ეკუარი ამბობს, რომ დღეს გამართლებულად მიაჩნიათ მიწისქვეშა თავშესაფრების აგება. იგი იხსენებს ფუკუშიმაში მომხდარ ამბავს. სწორედ მაშინ სურდათ შვეიცარიაში ასეთი თავშესაფრების გაუქმება. ევროპის ტერიტორიაზე ატომური ელექტროსადგურებია განლაგებული, შესაბამისად, ეს ნაგებობები აუცილებელიცაა. მიწისქვეშა თავშესაფრები თავის დროზე ხალხის დასაცავად შეიქმნა. შვეიცარიელები ფიქრობენ, რომ დღესაც, მსოფლიოში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ.
მიწისქვეშა თავშესაფრები შვეიცარიელების მახასიათებლად იქცა, ისევე, როგორც მათი ბანკები და მათ მიერ წარმოებული შოკოლადი თუ საათები. თუმცა ახლა ეს მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც ძირითადად ღვინისა თუ სხვა პროდუქტების შესანახად გამოიყენება, კვლავ აქტუალური რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა.