მთავარიგადაცემებიSmart Regionsროგორ ფილტრავს მზე წყალს

როგორ ფილტრავს მზე წყალს

მზის ენერგიის გამოყენებით შესაძლებელია წყლის გაფილტვრა. საფრანგეთის სამხრეთით დადგმული ინოვაციური სისტემა, სახელწოდებით  HELIO სწორედ ამას ემსახურება: მცირე სფეროები დაბინძურებული ან ზღვის წყლის გამოხდით სასმელ წყალს იღებენ. ეს სისტემა დამოუკიდებლად  – მზის ენერგიით მუშაობს. შესაბამისად,  ნახშირორჟანგს CO2 არ გამოყოფს  და სრულიად ეკომეგობრულია.

მატეო ბოდე, კომპანია MARINE TECH-ის  HELIO-ს ინჟინერი განმარტავს, თუ როგორ მუშაობს ეს მოწყობილობა:

„დაბინძურებულ წყალს ამ სფეროში ვასხამთ და მთელი ჭუჭყი, რომელიც წყალშია, ამ სფეროს შიგნით მოთავსებულ ფირფიტაზე ილექება, სუფთა წყალი კი ქვედა სფეროში ჩაედინება და სასმელ წყალს ვიღებთ.“

იმ დროს, როცა მსოფლიოში ყოველ მესამე ადამიანს სასმელ წყალზე ხელი გარანტირებულად არ მიუწვდება, ევროპული პროექტი Helio ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს – ასე ამბობს ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი.

ტიერი კარლენი, MARINE TECH & JOINT INVENTOR HELIO-ს ხელმძღვანელი:

„ჩვენ ყველას გვჭირდება წყალი, ადამიანს დღეში ორი ლიტრი წყალი სჭირდება, რომ იცოცხლოს. ეს სფერო ხუთ ადამიანზეა გათვლილი, დღეში 10 ლიტრს CARLIN წყალს ხდის.“

პროექტ“ Helio-ში 800 ათასი ევრო ჩაიდო. ამის ნახევარი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა, მეორე ნახევარი კი ფრანგულმა საწარმო Marine Tech გაიღო.

მრავალი ინდუსტრიული სისტემა უკვე აწარმოებს სასმელ წყალს მზის მეშვეობით. ეს ტექნოლოგია იმით გამორჩევა, რომ იგი ავტონომიურია და, ფაქტობრივად, გადამუშავებული მასალისაგნ არის დამზადებული. სწორედ მისი ეკომეგობრული თვისება მოეწონა ბიზნესმენ ენრიკე ენსინასს.

ენრიკე ენსინასი, კომპანია  Nueva Tierra Consulting-ის ხელმძღვანელი:

„შესანიშნავი  დიზაინია, თან ძალიან  მოდულარული, მაგრამ მისი დაყენება ფერმაშიც შეიძლება და იმდენ წყალს მიიღებ, რამდენიც დღიურად გჭირდება. ჩემი აზრით, ამ მოწყობილობის წონა დაახლოებით 80-100 კილოა, მაგრამ დანადგარის აწყობაც და დაშლაც ორ კაცს ორ საათში შეუძლია.“

ამ წყლის სისტემას უკვე იყენებენ ომანსა და ტაიტზე, ფრანგმა მეწარმემ Helio-ს 20  აპარატი შეიძინა. აქედან ხუთი აპარატი მან სამხრეთ მადაგასკარის სკოლას გადასცა, რათა დაახლოებით 100 კაცი მოამარაგოს წყლით.

ჟილ ნოლიბი, კომპანია CESIGMA SIGNALS & SYSTEMS-ის ხელმძღვანელი:

„ჩვენი პროექტის ფარგლებში 20 აპარატიდან ხუთს გავცემთ ძალიან მარტივი მიზეზის გამო: სამხრეთ მადაგასკარზე უკიდურესად მწვავედ დგას წყლის მიწოდების საკითხი, არადა, ის აუცილებელია როგორც დასალევად, ისე საკვებისა და ჰიგიენის თვალსაზრისით. იმედი მაქვს, რომ გავაუმჯობესებთ იმ ადამიანების ცხოვრების პირობებს, რომლებიც ახლა სერიოზული შიმშილის კრიზისს განიცდიან.“

2010 წელს გაერომ სუფთა წყალსა და სანიტარიულ პირობებზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად აღიარა.

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend