მთავარიევროპასერბეთისერბეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი იმარჯვებს

სერბეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი იმარჯვებს

სერბეთის პრეზიდენმა ალექსანდარ ვუჩიჩმა კვირას გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, რითაც ათწლიანი ავტორიტარული მმართველობა გაიხანგრძლივა.


„მჯერა, რომ წინ ბევრი დაბრკოლება გველის, მაგრამ სერბეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონში კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაა. უნდა განვაგრძოთ ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ, მაგრამ ამავე დროს არ უნდა გავაფუჭოთ ჩვენი ურთიერთობები ტრადიციულ მოკავშირეებთან“ – ალექსანდარ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი.


საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე, 17 პროცენტით,  გავიდა ვეტერანი გენერალი ზდრავკო პონოში, რომელიც პროევროპული და ცენტრისტული კოალიციის კანდიდატი იყო.

ეგზიტპოლების თანახმად, პრეზიდენტ ვუჩიჩის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 43 პროცენტი აიღო, ხოლო გამარჯვების ალიანსმა 13 პროცენტი დააგროვა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ვუჩიჩი მოსახლეობას მშვიდობასა და სტაბილურობას დაჰპირდა. დასავლეთი სერბეთს არჩევანის წინაშე აყენებს, გააკეთოს არჩევანი მოკავშირე მოსკოვსა და ევროკავშირს შორის.

ვუჩიჩის განცხადებით, ის შეინარჩუნებს ურთიერთობებს ორივე მხარესთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend